top of page
Search

ქუთაისი - მოსახლეობით დაცლილი ქალაქი

Updated: Apr 1, 2020


ქუთაისი ყველაზე მეტად დაცლადი ქალაქია საქართველოში


იმერეთიდან ბოლო 25 წლის განმავლობაში 289 000 ადამიანი გავიდა საცხოვრებლად, რამაც ის საქართველოში ყველაზე დაცლად რეგიონად აქცია, ქუთაისი კი ყველაზე დაცლად ქალაქად. 1989 წლის აღწერით ქალაქში დაახლოებით 233 000 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი ეს ციფრი დაახლოებით 130 000 არის. მიზეზი კი წლების განმავლობაში ნაგროვები მძიმე ეკონომიკური პრობლემები და სამუშაო ადგილების სიმწირეა, რომელმაც ქუთაისი ბევრისათვის უპერსპექტივო ქალაქად აქცია. მიგრანტთა უდიდესი ნაწილი საღვარგარეთზე მოდის, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა დედაქალაქს მიაშურა, რადგან განვითარების მეტი შანსი დედაქალაქში დაინახა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ხშირად გავიგონებთ ფრაზას ,,ქუთაისს პატრონი არა ჰყავს“ რაშიც სახელმწიფოს მმართველთა მიერ, ქუთაისისადმი შესაბამისი ყურადღების არ ქონას და არამწყობრ პოლიტიკას გულისხმობენ. თვითდინებით და ქაოსურად განვითარებამ კი მიგრაციის პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა. ბევრის აზრით, ქუთაისის ეკონომიკური გაძლიერების და შესაბამისად მიგრაციის პრობლემის დაძლევის გასაღები კონკრეტული ფუნქციის, სტატუსის მინიჭებაშია, რაშიც რა თქმა უნდა ლოგიკა არის, თუმცა მიგრაციის შეჩერება გლობალურ ჭრილში, ქუთაისის მრავალმხრივ განივთარებაშია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინტელექტუალური ნაწილის ადგილზე შეკავება, თვითმმართველობის როლის გაზრდა და მწყობრი საინვესტიციო პოლიტიკის გატარება.


პარლამენტის ქუთაისში გადმოტანამ და ადმინისტრაციულ ცენტრად ქცევის იდეამ, პერსპექტივა და ინტერესი ქალაქის მიმართ გაზარდა, თუმცა მასთან ერთად დაგეგმილი პროექტები პოლიტიკური ნების არ ქონის გამო მოქმედმა ხელისუფლებამ არ განხორციელდა და გასულ წელს საერთოდაც პარლამენტი ქუთაისიდან წაიღო. ადმინისტრაციულ ცენტრად ქცევის იდეაც იდეად დარჩა. ნაცვლად ამისა, ხელისუფლების შემოთავაზებული საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის იდეა კი დასაწყისშივე არასერიოზული და ზედმეტად გადაჭარბებული იყო. 2012 წელს დაანონსებული 60 000 სტუდენტზე გათვლილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 2016 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა 2016 წელს ხელისუფლების მიერ ჩამოტანილი მხოლოდ მაკეტი მივიღეთ. ამას დამატებული 60 000 ის ნაცვლად 1000 სტუდენტზე ჩამოსული და სახელცვლილი უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელწოდებით, რომელიც სტუდენტურ ქალაქად ქცევისათვის და ეკონომიკური სურათის ცვლილებისათვის, რა თქმა უნდა არაადეკვატური და არასერიოზულია. უმნიშვნელოვანესია სტატუსის განსაზღვრა, მათ შორის საგანმანათლებლო სტატუსით ქალაქის როლის ამაღლება, მაგრამ არაფასადური პროექტებით, არამედ ქვეყანაში საერთო განათლების დონის ამაღლებით და ქუთაისის შესაბამისი წვლილის განსაზღვრით, რეალური დეცენტრალიზაცით, სახელმწიფო რესურსების სწორად მიმართვით, ინვესტირების წილის გაზრდით და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აქცენტირებული წარმოების განვითარებით. დღევანდელი მდგმარეობით ქუთაისში მოქმედი კერძო სექტორის უდიდესი წილი მომსახურეობის სფეროზე მოდის. კერძოდ, კვების ობიექტეზე და საოჯახო სასტუმროებზე. მზარდი ტურისტული დონე ქვეყანაში ქუთაისზეც მზარდად აისახა და ამ მხრივ წინსვლა იგრნძნობა, თუმცა მხოლოდ ტურიზმზე ჩამოკიდებული ეკონომიკა რომ მყიფეა და არასაიმედო, ამას მიმდინარე მოვლენებიც კარგად ადასტურებს.


მიგრაციის პრობლემა ზოგადად საქართველოში ძალიან მწვავედ დგას და ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის რადიკალურად ცვლილების გარეშე, განზოგდებულად ქუთაისის პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდება, თუმცა ცვლილებებთან ერთად საჭიროა განსაკუთრებული მიდგომა და ყურადღება ქალაქისადმი, რადგან ქუთაისის ეკონომიკურად ფეხზე დაყენება, გადარჩენა იქნება ზოგადად იმერეთის რეგიონისთვისაც, რომელიც მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდია როდენობით დედაქალაქის შემდეგ.




44 views0 comments

Comments


bottom of page