top of page
Search

თელავი მწვავე ეპიდემიის ფონზე

Updated: Apr 1, 2020

კორონა ვირუსმა დღეისათვის მოიცვა მთელი მსოფლიო, იგი აქტუალური და ასევე საპანიკო თემა გახდა საზოგადოებისათვის. ყველა აქტიურადაა ჩართული კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ბრძოლაში, მათ შორის საქართველოც, მიღებულია უმკაცრესი ზომები. დღევანდელი მონაცემებით დაიმფიცირებულთა როცხვი 115-მდე გაიზარდა, მარნეული და ბოლნისი იმყოფება ამდროისთვის სრულ კარანტინში ამის გარდა გვყავს თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი სხვა მოქალაქეებიც.

რაც შეეხება თელავს, ვირუსის გამო 20:03:2020-დან ქალაქში მოქმედებს მკაცრი შეზღუდვები (გაურკვეველი ვადით), მუშაობს მხოლოდ ბანკები, აფთიაქები, საავადმყოფოები, სუპერმარკეტეპი და ბენზინ გასამართი სადგურები. სუპერ მარკეტები მუშაობენ მხოლოდ გარკვეული დროის შუალედში და ასევე კონტროლდება მომხმარებელთა რაოდენობა, რათა თავიდან აირიდონ ვირუსის საფრთხე. სრულიად შეიზღუდა სამარშუტო ტრანსპორტის მოძრაობა, როგორც ქალაქში, ასვე სოფლებში, შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი ავტომობილით ან ტაქსით გადაადგილება, მაგრამ შეზღუდულია მგზავრთა რაოდენობა. მოსახლეობა ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე, თუმცა შეინიშნება გარკვეული პანიკაც, რაც აღნიშნულია სუპერმარკეტებში პროდუქტების საკმაოდ სწრაფად შემცირებით. ამ ფაქტით ზოგიერთნები "ბოროტულად" სარგებლობენ და თვითნებურად უმატებენ პროდუქტს ფასებს, გარკვეულ სუპერმარკეტებში ერთ კილოგრამ შაქარს თუ ვყიდულობდით 1.80-ად ახლა მისი ღირებულება გაიზარდა 2.40-მდე, გაძვირდა ფქვილის, ზეთისა და სხვა მოთხოვნადი პროდუქტის ფასები, ასევე შეინიშნება ამ პროდუქტების დეფიციტი და მიზეზად ასახელებენ, რომ საწყობიდან პროდუქტს არ ატანენ. რაც შეეხება აფთიაქებს შეუძლებელია თელავის, რომელიმე აფთიაქში შეიძინო პირბადე ან სადენზიფექციო ხსნარი, ასევე სხვა პრეპარატები, რაც მთავრობისგან რეაგირებასა და გარკვეული ზომების მიღებას მოითხოვს. ამდროისათვის თელავში მოძრობა სრულიად შეჩერებულია, მოსახლეობა ცდილობს მოერიდოს ყველანაირ კონტაქტს ერთმანეთთან, ოჯახის წევრების გარდა. ქალაქში მოძრაობს პატრული, ვისი მეშვეობითაც მკაცრად კონტროლდება მოქალაქეთა გადაადგილება და წესრიგი, ისინი აკონტროლებენ ასევე სამუშაო ობიექტებს, რომლებსაც შექმნილი ვითარების გამო ეკრძალებათ მუშაობა.

თელავის უნივერსიტეტი ისევე, როგორც ყველა სხვა უნივერსიტეტი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, მე თავად ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ და უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საკმაოდ უშედეგოა ჩემთვის მსგავსი სწავლება, რადგან არ მაქვს საშუალება ლექტორს ჩავაბარო სემინარი და ჯერ კიდევ მოლოდინში ვართ, როდის მოწესრიგდება სრულად სისტამა რომ შევძლოთ სრულფასოვანი სწავლება.

ამდროისთვის არსებობს ასევე იმფორმაცია, რომ თელავის საავადმყოფოები თავისუფლდება პაციენტებისგან და ცდილობენ სრულად მობილიზდნენ, რადგან მზადყოფნაში იყვნენ ნებისმიერი საეჭვო, თუნდაც დაიმფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ. საბედნიეროდ დღეის მონაცემებით თელავში კორონა ვირუსით დაიმფიცირებულთა არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა კახეთში 1 პირს, რომელიც თბილისიდან იყო ბაბუის გარდაცვალებისთვის მომზადებულ სარიტუალო ღონისძიებაზე დაუდასტურდა covid-19 და შესაბამისას რისკის ქვეშ მოექცა იქ მყოფი 30-მდე ადამიანი, მათ შორის მოხუცები.






12 views0 comments

Comentarios


bottom of page