top of page
Search

ბათუმი მწვავე ეპიდემიის ფონზე

რაღაც უცნაური დღეა, რეალობად რომ ვერ აღიქვამ ისეთი, თითქოს დრო გაჩერდა მთელ პლანეტაზე და სიცოცხლე მოჩვენებითი იყო....


ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა გარდა ავტობუსისა, რომელიც ყოველ ათ წუთში დადის და სუნთქვა გაგიჭირდებათ ისეთი სივიწროვეა, ეს ბევრად ცუდია ვიდრე პანდემიის დროს, სამარშუტო ტაქსების მოძრაობა... საფრთხე გაცილებით დიდია, გარდა ამისა საგანგებო მდგომარეობა არც თუ ისე მკაცრ რეჟიმში მიმდინარეობს, ადამიანები მაინც ჩვეულებრივად დაყვებიან ტრასპორრტს, მაგრამ სად მიდიან საინტერესოა, რადგან ქალაქში არაფერი მუშაობს..


ხალხი პროდუქტს მიაწყდა, ერთის ნაცვლად ხუთს ყიდულობენ, ესაჭირობათ, თუ არა მაინც, იმარაგებენ... თითქმის ყველაფერი დაკეტილია, უბნის მაღაზიის გარდა, სადაც პირპადეებით და ხელთათმანებით გვხვდებიან. ამავე მაღაზიაში ფასებმა იმატა, შიგნით შსასვლელად კი გარეთ უნდა ჩადგე რიგში, რადგან 3-4 კაცს უშევებენ მხოლოდ - ანუ ესეც გარკვეული საფრთხის შემცველია. პროდუქტის ფასები პანიკასთან ერთად იზრდება, ბაზარში კარტოფილი 3 ლარი ღირს, არა და ერთი კვირის წინ 1,50 ლარი ღირდა.


საუნივერსიტეტო და სასკოლო პროგრამა მთლიანად გადავიდა „ონლაინ“ სწავლებაზე, თუმცა არის ხარვეზები რაც ისედაც მოსალოდნელი იყო, მაგალითად სკოლის მოსწავლეებს უჭირთ კომუნიკაცია ვიდეოსთან, გაკვეთილის ტელეფონთან მოყოლა და მასწავლებლებს ბაზების შექმნა და მერე ამ ბაზაში ბავშვების დარეგისტრირება.

უნივერსიტეტებსაც ინტერნეტის გაუმართავობის პრობლემა აქვთ, ერთ-ერთი „ონლაინ“ ლექციისას სტუდენტი მღეროდა, ოჯახურ ამბებს არკვევდა, რადგან არც კი იცოდა რომ „ჩათში“ იყო. მოკლედ სრული განუკითხაოობა, გაურკევლობა და რა გაურკვევლობაში არიან არავინ იცის. ასეთი ცხოვრების პრაქტიკაში მიღება არ იქნება ადვილი როგორც ჩანს..


რაც შეეხება სოცილაურ დახმარებებს და პროდუქტების დარიგებას, უბანში სადაც ვცხოვრობ არავისთვის არაფერი უჩუქებიათ, სხვა უბნებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა აქ დევნილები ცხოვრობენ რომელთაც სოციალურად დაუცველებზე ნაკლებად, ნამდვილად არ უჭირთ და ძალიან ჭირდებათ დახმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, რომლებიც ისედაც იძულებით გადმოსახლებულნი არიან ამ ქალაქში.

არავინ მოძრაობს ან იშვიათად,მაგრამ ერთეულები დადიან პირბადის გარეშე ...

სტუმრიანობა შეწყდა, სიმართლე გითხრათ დიდად მეც აღარ მიხარია მათი დანახვა...

გვერდით კორპუსში იტალიიდან დაბრუნებული ქართველები იმალებოდნენ, თუმცა საბოლოოდ საპატრულო პოლიციამ გადაიყვანა ინფექციურში. ამ ფაქტმა გააღიზიანება და შიში გაამძაფრა მოსახლებაში.


პანიკა? - იმდენად არა, უბრალოდ ყველა ცდილობს თავს გავუფრთხილდეს შეძლებისდაგვარად, თუმცა არსებობს კატეგორია, რომლეიც არ ტყდება და ამბობს: “კორონა არა ის”, “მე ვერ მომერევა”, “მე არ დამემართება” და ა.შ...

ზოგიც ეკლესიაში დადის შერყეული რწმენის აღსადგენად ..

მოკლედ, თითქოს არაფერი, მაგრამ სიტუაცია მეტად რთულადაა, გაცილებით უფრო რთულად ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ან ჩვენ წარმოგვიდგენია...

იმედი არსებობს, წესებს ასე თუ ისე ასრულებენ - ყოველშემთხვევაში სწავლობენ, როგორ იცხოვრონ ვირუსთან ერთად.


გაზაფხულის ფერადი დღეები გადაიქცა შავ-თეთრ კადრად, რომელმაც ვითომდა გააჩერა სამყარო. მართლაც რომ უძრაობაა ქალაქში ...

და ბოლოს, სახლში დაახველებ, მიუხედავად იმისა ხარ თუ არა იზოლაციაში და იცავ თუ არაჰიგიენის ნორმებს, მაინც გიწევს დაკონკრეტება, რომ რაღაც გადაქცდა...

ადამიანებს ერთმანეთისადმი შიში და უნდობლობა ჩამოუყალიბდათ. მინდა იცოდეთ, რომ “შიში ვერ იხსნის სიკვდილსა”. ქართველბი პატარა ძლიერი, მებრძოლი და ამტანი ერი ვართ.

გისურვებთ ჯანმრთელობას ღმერთი არს ჩვენთან - არს და იყოს. #დარჩისახლში #დაიცავისიცოცხლე

ბათუმი, ბენზე.

საგანგებო სიტუაციის პერიოდი, კარანტინი მთელს საქართველოში.



133 views0 comments

Comments


bottom of page