რომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შეფასების თანახმად, მსოფლიოში 88 მილიონი ახალგაზრდა უმუშევარია, რაც მთლიანი უმუშევრობის 47%-ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემების თანახმად საქართველოში უმუშევარი მოსახლეობის 41% სწორედ ახალგაზრდებზე მოდის. 2018 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი 15-19 და 20-24 ასაკობრივ ჯგუფებში დაფიქსირდა, 32% და 31% შესაბამისად. ამასთან საგულისხმოა, რომ ახალგაზრდებში უმუშევრობა წლების განმავლობაში სტაბილურად მაღლი მაჩვენებელით ხასიათდება.
ახალგაზრდების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა, მოტივაციის ამაღლება და გააქტიურება გლობალური გამოწვევაა. განვითარებული სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ახალგაზრდების დასაქმების ხეშეწყობას და მათ სამეწარმეო სფეროში ჩართვას.
Comments