top of page
Search

გახდი სმარტელი

ახალგაზრდული ორგანიზაცია "სმარტ თაობა" - ბათუმში, ქუთაისში, დუშეთში, გორში, რუსთავსა და თელავში ეძებს მოტივირებულ და პოლიტიკით დაინტერესებულ 16-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც აქვთ სურვილი გახდნენ მოხალისე და ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის პროცესებში. ანკეტის შევსებისა და სმარტ თაობაში გაწევრიანების შემთხვევაში, თქვენ მოგეცემათ უნიკალური შესაძლებლობა: 📌მიიღოთ მონაწილეობა არაერთ გასვლით ტრენინგსა და კონფერენციაში, აიმაღლოთ კვალიფიკაცია და გაიცნოთ საერთო ინტერესების მქონე თანატოლები; 📌შეისწავლოთ თქვენი ქალაქისა და მოსახლეობის პრობლემები, კვალიფიციურ ტრენერებთან ერთად მოიძიოთ გადაჭრის გზები და წვლილი შეიტანოთ თქვენი ქალაქის კეთილდღეობაში; 📌სიღრმისეულად შეისწავლოთ ადგილობრივი თვითმმართველობის როლები და ფუნქციები; 📌დაესწროთ საკრებულოს სხდომებს და იყოთ მაქსიმალურად ინფორმირებული თვითმართველობაში მიმდინარე პროცესების შესახებ; 📌ჩაერთოთ თვითმმართველობის მიერ განსახორციელებელი პროექტების დაგეგმარებაში და გაუწიოთ მონიტორინგი მათ ეფექტურ განხორციელებას; 📌საარჩევნო უბნებზე გაუწიოთ დაკვირვება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მიიღოთ ერთჯერადი ანაზღაურება; 📌პროგრამის დასასრულს მიიღოთ თქვენი ცოდნისა და სტაჟის დამადასტურებელი სერტიფიკატი; ❗️ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია: პროფესიულ ზრდასთან ერთად, თქვენი მზაობის შემთხვევაში, ჩვენ ხელს შეგიწყობთ კარიერულ განვითარებაში - მხარს დაგიჭერთ და დაგეხმარებით იმაში, რომ 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა და ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის შედეგად, თავად გახდეთ თქვენივე ქალაქების საკრებულოს დეპუტატები! 🕕 ანკეტის შევსების ბოლო თარიღია 31 მარტი, 2020 წელი. გახდი სმარტელი! გახდი თვითმმართველი!






3 views0 comments

Comments


bottom of page